Test 10
The course material is in Georgian only. Lectures and exercises from the author's material, unchanged.
14 exercises
თემა: არგუმენტაცია, კრიტიკული აზროვნება, ციტირება და აკადემიური კეთილსინდისიერება
10 კითხვა · თითოეული სწორი პასუხი – 0.5 ქულა · მაქსიმუმ 5 ქულა
რას გულისხმობს არგუმენტაცია?
Correct answer: ბ) მოსაზრების ფაქტებითა და ლოგიკური მსჯელობით დასაბუთებას
რა არის თეზისი?
Correct answer: ა) ტექსტის ძირითადი დებულება ან დასაბუთებას დაქვემდებარებული მოსაზრება
რა ფუნქცია აქვს არგუმენტს?
Correct answer: ბ) თეზისის დასაბუთება
რას გულისხმობს კრიტიკული აზროვნება?
Correct answer: გ) ინფორმაციის გაანალიზებას, შეფასებასა და დასაბუთებული დასკვნის გამოტანას
რა არის აკადემიური კეთილსინდისიერება?
Correct answer: გ) კვლევისა და წერის პროცესში ეთიკური პრინციპებისა და სამართლიანობის დაცვა
რას ეწოდება პლაგიატი?
Correct answer: ბ) სხვისი ნაშრომის ან იდეის მითვისებას სათანადო მითითების გარეშე
რატომ არის აუცილებელი წყაროს მითითება ციტირებისას?
Correct answer: ბ) გამოყენებული ინფორმაციისა და იდეის ავტორის დასახელებისთვის
რომელი დებულება გამოხატავს ფაქტს და არა პირად შეფასებას?
Correct answer: გ) საქართველოს პირველი კონსტიტუცია 1921 წელს მიიღეს
რა არის საწინააღმდეგო არგუმენტი?
Correct answer: ა) მოსაზრება, რომელიც თეზისს ან წარმოდგენილ არგუმენტს უპირისპირდება
როგორი უნდა იყოს აკადემიური დასკვნა?
Correct answer: ბ) უნდა აჯამებდეს მსჯელობას და ეყრდნობოდეს ტექსტში წარმოდგენილ არგუმენტებს
არაფორმალური ტექსტის აკადემიურ სტილში გარდაქმნა
ინსტრუქცია: მოცემული ტექსტი გადაამუშავეთ აკადემიურ სტილში. გამოკვეთეთ მთავარი მოსაზრება, მოაწესრიგეთ მსჯელობა და გამოიყენეთ არგუმენტირებული, ნეიტრალური ფორმულირებები.
საწყისი ტექსტი:
ბევრი ფიქრობს, რომ სტუდენტს წიგნების კითხვა აღარ სჭირდება, რადგან ინტერნეტში ყველაფრის პოვნა შეიძლება. მაგრამ ასე არ არის. ინტერნეტში ზოგჯერ არასწორი ინფორმაცია დევს და წიგნში უფრო კარგად არის ახსნილი ბევრი საკითხი. თანაც კითხვა ადამიანს აზროვნებას უვითარებს და სიტყვების მარაგსაც უმდიდრებს. ამიტომ წიგნების კითხვა არ უნდა მივიჩნიოთ ძველმოდურ საქმედ. უბრალოდ, საჭიროა, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად წიგნსაც თავისი ადგილი დავუთმოთ.
ს ნიმუში – აკადემიური ტექსტი:
თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააფართოვა. ინტერნეტი ცოდნის მოპოვების სწრაფ და ხელმისაწვდომ საშუალებად იქცა, თუმცა მისი არსებობა ტრადიციული კითხვის მნიშვნელობას არ ამცირებს.
ბეჭდური და ელექტრონული წიგნები ცოდნის სისტემატიზებული მიღების მნიშვნელოვან წყაროებს წარმოადგენს. წიგნის კითხვის პროცესში მკითხველს შესაძლებლობა აქვს, საკითხს თანმიმდევრულად გაეცნოს, გააანალიზოს ავტორის მსჯელობა და ჩამოიყალიბოს დამოუკიდებელი შეხედულება. ამასთანავე, კითხვა ხელს უწყობს ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, აზროვნების განვითარებასა და ტექსტის გააზრების უნარის გაუმჯობესებას.
ციფრული რესურსების გამოყენება თანამედროვე განათლების აუცილებელი კომპონენტია, თუმცა იგი წიგნის კითხვის სრულფასოვან ალტერნატივად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, განათლების პროცესში მიზანშეწონილია ტრადიციული კითხვისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ურთიერთშეთავსება.
ტექსტის რეზიუმირება
ინსტრუქცია: წაიკითხეთ ტექსტი და შეადგინეთ რეზიუმე. გამოყავით მთავარი პრობლემა, ძირითადი არგუმენტები და ავტორის დასკვნა. ტექსტი გადმოეცით მოკლედ და საკუთარი სიტყვებით.
საწყისი ტექსტი: კრიტიკული აზროვნებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების მნიშვნელობა
თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ინფორმაციის დიდი რაოდენობა ადამიანს მუდმივად აყენებს მისი სანდოობის შეფასების აუცილებლობის წინაშე. მხოლოდ ინფორმაციის მიღება საკმარისი არ არის; საჭიროა მისი გაანალიზება, სხვადასხვა წყაროს შედარება და არგუმენტირებული დასკვნის გამოტანა.
კრიტიკული აზროვნება გულისხმობს საკითხის სხვადასხვა კუთხით განხილვას, ფაქტებისა და მოსაზრებების ერთმანეთისგან გამიჯვნას და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. ამ უნარის მქონე ადამიანი არ ეყრდნობა მხოლოდ პირველ შთაბეჭდილებას. იგი ცდილობს, გაარკვიოს ინფორმაციის წარმომავლობა, შეაფასოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და განსაზღვროს, რამდენად ლოგიკურია ავტორის მსჯელობა.
აკადემიური საქმიანობისთვის ასევე აუცილებელია კეთილსინდისიერების დაცვა. სტუდენტმა ან მკვლევარმა უნდა მიუთითოს გამოყენებული წყაროები, სწორად გამოიყენოს ციტატები და არ მიითვისოს სხვისი ნაშრომი ან იდეა. პლაგიატი არღვევს აკადემიური ურთიერთობის ეთიკურ პრინციპებს და ეჭვქვეშ აყენებს ნაშრომის სანდოობას.
კრიტიკული აზროვნება და აკადემიური კეთილსინდისიერება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. პირველი ადამიანს ინფორმაციის გააზრებულად შეფასებაში ეხმარება, მეორე კი ცოდნის შექმნისა და გაზიარების ეთიკურ საფუძველს უზრუნველყოფს. მათი განვითარება მნიშვნელოვანია როგორც განათლების პროცესში, ისე პასუხისმგებლიანი მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის.
ს ნიმუში – რეზიუმე:
კრიტიკული აზროვნება თანამედროვე განათლების მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან იგი ინფორმაციის გაანალიზებისა და სანდოობის შეფასების უნარს ავითარებს. აკადემიურ საქმიანობაში ასევე აუცილებელია კეთილსინდისიერების დაცვა, რაც წყაროების სწორ მითითებასა და პლაგიატის თავიდან აცილებას გულისხმობს. კრიტიკული აზროვნება ცოდნის გააზრებულად შეფასებას უზრუნველყოფს, ხოლო აკადემიური კეთილსინდისიერება მის შექმნასა და გამოყენებას ეთიკურ საფუძველს უქმნის.
These questions come without answers: think them through and check with the lecture.
არაფორმალური ტექსტის აკადემიურ სტილში გარდაქმნა
მოცემული ტექსტი გადაამუშავეთ აკადემიურ სტილში. გამოკვეთეთ მთავარი მოსაზრება, მოაწესრიგეთ მსჯელობა და გამოიყენეთ არგუმენტირებული, ნეიტრალური ფორმულირებები.
საწყისი ტექსტი:
ბევრი ფიქრობს, რომ სტუდენტს წიგნების კითხვა აღარ სჭირდება, რადგან ინტერნეტში ყველაფრის პოვნა შეიძლება. მაგრამ ასე არ არის. ინტერნეტში ზოგჯერ არასწორი ინფორმაცია დევს და წიგნში უფრო კარგად არის ახსნილი ბევრი საკითხი. თანაც კითხვა ადამიანს აზროვნებას უვითარებს და სიტყვების მარაგსაც უმდიდრებს. ამიტომ წიგნების კითხვა არ უნდა მივიჩნიოთ ძველმოდურ საქმედ. უბრალოდ, საჭიროა, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად წიგნსაც თავისი ადგილი დავუთმოთ.
ტექსტის რეზიუმირება
წაიკითხეთ ტექსტი და შეადგინეთ რეზიუმე. გამოყავით მთავარი პრობლემა, ძირითადი არგუმენტები და ავტორის დასკვნა. ტექსტი გადმოეცით მოკლედ და საკუთარი სიტყვებით.
საწყისი ტექსტი: კრიტიკული აზროვნებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების მნიშვნელობა
თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ინფორმაციის დიდი რაოდენობა ადამიანს მუდმივად აყენებს მისი სანდოობის შეფასების აუცილებლობის წინაშე. მხოლოდ ინფორმაციის მიღება საკმარისი არ არის; საჭიროა მისი გაანალიზება, სხვადასხვა წყაროს შედარება და არგუმენტირებული დასკვნის გამოტანა.
კრიტიკული აზროვნება გულისხმობს საკითხის სხვადასხვა კუთხით განხილვას, ფაქტებისა და მოსაზრებების ერთმანეთისგან გამიჯვნას და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. ამ უნარის მქონე ადამიანი არ ეყრდნობა მხოლოდ პირველ შთაბეჭდილებას. იგი ცდილობს, გაარკვიოს ინფორმაციის წარმომავლობა, შეაფასოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და განსაზღვროს, რამდენად ლოგიკურია ავტორის მსჯელობა.
აკადემიური საქმიანობისთვის ასევე აუცილებელია კეთილსინდისიერების დაცვა. სტუდენტმა ან მკვლევარმა უნდა მიუთითოს გამოყენებული წყაროები, სწორად გამოიყენოს ციტატები და არ მიითვისოს სხვისი ნაშრომი ან იდეა. პლაგიატი არღვევს აკადემიური ურთიერთობის ეთიკურ პრინციპებს და ეჭვქვეშ აყენებს ნაშრომის სანდოობას.
კრიტიკული აზროვნება და აკადემიური კეთილსინდისიერება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. პირველი ადამიანს ინფორმაციის გააზრებულად შეფასებაში ეხმარება, მეორე კი ცოდნის შექმნისა და გაზიარების ეთიკურ საფუძველს უზრუნველყოფს. მათი განვითარება მნიშვნელოვანია როგორც განათლების პროცესში, ისე პასუხისმგებლიანი მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის.
10 questions each time from this unit's 10; answers are checked and your result is kept.
Start the quiz