ილია ჭავჭავაძის პოემა განდეგილ ბერზე.
ნაწყვეტი
სადაც დიდებულს მთასა მყინვარსა
ორბნი, არწივნი ვერ შეჰხებიან,
სად წვიმა-თოვლნი, ყინულად ქმნილნი,
მზისგან აროდეს არა დნებიან,
სად უდაბურსა მას მყუდროებას
კაცთ ჟრიამული ვერ შესწვდენია,
სად მეუფება ჭექა-ქუხილსა,
ყინულს და ქართა მხოლოდ ჰშთენია, –
ტექსტის წყარო: ვიკიწყარო (Wikisource)
ნაწარმოები საზოგადოებრივ საკუთრებაშია. ვიკიწყაროს გადაწერა ხელმისაწვდომია CC BY-SA 4.0 ლიცენზიით.
ტექსტი წყაროსავითაა; ერთადერთი ცვლილება ტიპოგრაფიულია: ტირეები ნაჩვენებია მოკლე ტირით (–).