ვაჟა-ფშაველას პოემა მინდიაზე.
ნაწყვეტი
სასტუმროს იყვნენ ხევსურნი,
ლუდი ედუღა წიქასა;
ისხდენ ბანზედ და ღრეობდენ,
თასებით ჰსვამდენ იმასა;
ზოგნი უკრავდენ ფანდურსა,
ზედ დაჰმღეროდენ დიდადა, –
მსმენელთა გრძნობას უდებდენ
საგმირო ამბებს ხიდადა;
ტექსტის წყარო: ვიკიწყარო (Wikisource)
ნაწარმოები საზოგადოებრივ საკუთრებაშია. ვიკიწყაროს გადაწერა ხელმისაწვდომია CC BY-SA 4.0 ლიცენზიით.
ტექსტი წყაროსავითაა; ერთადერთი ცვლილება ტიპოგრაფიულია: ტირეები ნაჩვენებია მოკლე ტირით (–).