ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი.
ნაწყვეტი
მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!
ტექსტის წყარო: ვიკიწყარო (Wikisource)
ნაწარმოები საზოგადოებრივ საკუთრებაშია. ვიკიწყაროს გადაწერა ხელმისაწვდომია CC BY-SA 4.0 ლიცენზიით.
ტექსტი წყაროსავითაა; ერთადერთი ცვლილება ტიპოგრაფიულია: ტირეები ნაჩვენებია მოკლე ტირით (–).