Unit 6
The course material is in Georgian only. Lectures and exercises from the author's material, unchanged.
56 slides
Slide 1
ხშირად დაშვებული შეცდომები
1
სახელთა მართლწერა
2
უცხოურ სიტყვათა ორთოგრაფია
3
ნასესხებ სიტყვათა ტრანსალტერაცია
4
Slide 2
Slide 3
Slide 4
1. ლინგვისტური და ისტორიული ფაქტორები:
ა) ფონემურ-გრაფემული სისტემა: ენები განსხვავდებიან ორთოგრაფიული სიღრმით.
ინგლისური ენა
recieve ნაცვლად ფორმისა receive
machin ნაცვლად ფორმისა machine
ქართული ენა
რთული თანხმოვანთკომპლექსები - წერისას წარმოქმნილი
პრობლემების მიზეზი
მწვრთნელი, ვბრდღვნი, შეურაცხყოფა, გვერდზე
ორთოგრაფიული სიღრმე აღნიშნავს რამდენად პირდაპირია ფონემებისა (ბგერების) და გრაფემების (ასოების) შესაბამისობა ენაში.
Slide 5
ბ) რთული მორფოლოგია:
ქართულში ფუძეებისა და მორფემების შერწყმა ხშირად ქმნის ისეთ ფორმებს, რომლებშიც ასოები იკარგება ან ორმაგდება. ამის გამო ხშირია შეცდომები (მაგ., გაანალიზება, შეესაბამება, გააერთიანა, დაავადდა, გააიაფა...).
გ) ნასესხები სიტყვები: სხვა ენებიდან (ბერძნული, ლათინური, სპარსული, ინგლისური და ა.შ.) შემოსული სიტყვები ხშირად არ ემორჩილება ქართული ფონეტიკისა და მორფოლოფიის ბუნებრივ წესებს ან არასწორადაა შემოსული
| სწორია | არასწორია |
| რეანიმაცია, ბიზნესმენი, ბოტიჩელიმ, პავაროტიმ, ანა, იმპიჩმენტი, ნევროზი, ტრავმა, ტრავმირებული, ომბუდსმენი | რეამინაცია, ბიზმესმენი, ბოტიჩელმა, პავაროტმა, ანნა, იმფიჩმენტი, ნერვოზი, ტრამვა, ტრამვირებული, ომბუცმენი |
Slide 6
2. კოგნიტური და ნეირობიოლოგიური ფაქტორები (ტვინის მუშაობა)
ა) ორთოგრაფიული მეხსიერება (მხედველობითი გამოცდილება): ეს არის ტვინის უნარი, შექმნას სიტყვის ზუსტი ვიზუალური ხატი. კარგი მხედველობითი მეხსიერების მქონე ადამიანები უბრალოდ „ხედავენ“, რომ სიტყვა არასწორად წერია. ვისაც ეს უნარი ნაკლებად აქვს განვითარებული, იძულებულია მხოლოდ წესებს დაეყრდნოს.
ა) ფონემატური სმენა: სიტყვის დასაწერად ტვინმა უნდა დაყოს
ა) ფონემატური სმენა: სიტყვის დასაწერად ტვინმა უნდა დაყოს ბგერითი ნაკადი ცალკეულ ბგერებად (ფონემებად) და შეუსაბამოს ისინი ასოებს (გრაფემებს). სუსტი ფონემატური ანალიზი შეცდომების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში.
| სწორია | არასწორია |
| ინფორმაცია, რეანიმაცია, კონფერენცია, ელემენტარული, ინფარქტი, კონფორმიზმი, კონფლიქტი, ინფლაცია | იმფორმაცია, რეამინაცია, კომფერენცია, ელემენტალური, იმფარქტი, კომფორმიზმი, კომფლიქტი, იმფლაცია |
Slide 7
3. საგანმანათლებლო და გარემო ფაქტორები (გამოცდილება და სწავლება)
ის, თუ როგორ ვსწავლობთ და როგორ ვურთიერთობთ ტექსტთან ყოველდღიურად, აყალიბებს ჩვენს წიგნიერებას.
ა) კითხვის როლი: რაც უფრო ხშირად ხედავს ტვინი სწორად დაწერილ ტექსტებს (წიგნებში, სტატიებში), მით უფრო ძლიერია მისი ავტომატური ორთოგრაფიული ინტუიცია. გრძელი ტექსტების კითხვის კლება პირდაპირ უკავშირდება ბუნებრივი მართლწერის უნარის დაქვეითებას.
ბ) სწავლების მეთოდოლოგია: თუ გრამატიკის სწავლება მხოლოდ მშრალი წესების დაზეპირებაზეა აგებული და არა ენის ლოგიკის გაგებაზე, ადამიანს უჭირს ამ წესების პრაქტიკაში გამოყენება.
Slide 8
4. ტექნოლოგიური ფაქტორები (თანამედროვე ეპოქის გავლენა)
ტექნოლოგიური ფაქტორები (თანამედროვე ეპოქის გავლენა)
ა) კოგნიტური განტვირთვა: ჩვენ მივეჩვიეთ ავტოკორექციას, წინასწარმეტყველურ ტექსტებს (Predictive text) და ორთოგრაფიის შემმოწმებელ პროგრამებს. რადგან პროგრამა მომენტალურად ასწორებს შეცდომას, ჩვენი ტვინი აღარ გადის სწორი დაწერილობის გახსენების სასარგებლო პროცესს. ჩნდება „არ იყენებ – კარგავ“ (use it or lose it) ფენომენი: ჩვენი მართლწერის უნარები სუსტდება, რადგან აღარ გვჭირდება, აღარ ვფიქრდებით და შემდეგ ვუშვებთ შეცდომებს.
კოგნიტური განტვირთვა: ავტომატურ პროგრამებზე დამოკიდებულება ამცირებს მართლწერის გააზრებულ პრაქტიკას და ასუსტებს მართლწერის უნარებს.
Slide 9
Slide 10
ორთოგრაფია ხელმძღვანელობს სამი ძირითადი პრინციპით:
Slide 11
თავსართი + ძირი + ბოლოსართი.
Slide 12

Slide 13
ბევრი მასწავლებელის სატკივარია მოსწავლეების ნაწერებში ორთოგრაფიული ნორმების დარღვევის ხშირი შემთხვევები.
ამ საინტერესო ამბავის შესახებ ბევრს საუბრუბდნენ სტუდენტები შესვენებაზე.
Slide 14
ფანტასტიკა- ფანტასტიკ-ურ-ი
ფანტაზია- ფანტაზი-ურ-ი
დინამიკა- დინამიკ-ურ-ი
პრობლემატიკა- პრობლემატიკ-ურ-ი
პრობლემა- პრობლემ-ურ-ი
დინამიკა- დინამიკ-ურ-ი
ინდუსტრია- ინდუსტრი-ულ-ი
ფუნდამენტი- ფუნდამენტ-ურ-ი
კლასიკა- კლასიკ-ურ-ი
რეკომენდება- რეკომენდებ-ულ-ი
აბსოლუტური-აბსოლიტური, აბსოლიტიური
Slide 15
მკვლევარის, ტაძარის, ჭიშკარის, ამბავის, მწყერის, დედაბერის, მაჩაბელის, ლიმნის
წესი: კუმშვა ეწოდება ფუძიდან ხმოვნის ამოვარდნას. იკუმშება ა, ე და ო ხმოვნები.
(ამათგან ო ხმოვანი ან საერთოდ იკარგება ( ობოლი-ობლის), ან ვ – დ გადაიქცევა ( ნიორი-ნივრის).
Slide 16
არსებითი სახელი ლიმონი უკუმშველია (ლიმონის, ლიმონიანი)
Slide 17
-ურ სუფიქსის დართვის დროს მნიშვნელოვანია ფუძე, არაა საჭირო დამატებით -ალ სუფიქსის ჩართვა:
სწორი არასწორი
ექსპერიმენტული ექსპერიმენტალური
მონუმენტური მონუმენტალური
პარადოქსული პარადოქსალური
ტერიტორიული ტერიტორიალური
ფუნდამენტური ფუნდამენტალური
ინსტრუმენტული ინსტრუმენტალური
ფუძე + -ურ/-ულ
Slide 18
სწორი არასწორი
ფაქტობრივი ფაქტიური
ტიპობრივი/ტიპური ტიპიური
განსხვავებული სემანტიკური მნიშვნელობა:
მასური - ნივთიერების წონა: მასური წონა
მასიური - ფიზიკურად დიდი ობიექტის ან ობიექტების ერთობლიობა: მასიური ავეჯი, მასიური ქანდაკება...
მასობრივი - ბევრი ადამიანის ქმედებისთვის დამახასიათებელი: მასობრივი გადასახლება, მასობრივი რეპრესიები....
ცივილიზებული - კულტურული, განვითარებული: ცივილიზებული ქვეყანა
ცივილური - სამოქალაქო, არასამხედრო: ცივილური ტანსაცმელი....
Slide 19
სწორი არასწორი
აბონემენტი აბონიმენტი,
ბიულეტენი ბიულეტინი,
გენეალოგია გენიალოგია,
გინეკოლოგია გინიკოლოგია,
დეზინფექცია დიზინფექცია,
ინტელიგენცია ინტილიგენცია
სწორი არასწორი
ლაურეატი ლაურიატი
არის საწინააღმდეგო შემთხვევებიც: საჭიროა ი და იყენებენ ე-ს:
მასმედია მასმედეა,
სტიპენდია სტეპენდია,
პლაგიატი პლაგეატი,
ჩართულია არასწორად -ი ხმოვანი:
შამპანური შამპანიური
ამნისტია ამინისტია
ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც უცხო ენიდან შემოსულ სიტყვებში ფუძისეული ე ხმოვნის ნაცვლად ი ხმოვანს იყენებენ.
Slide 20
ჩართულია არასწორად -ნ თანხმოვანი:
სწორი არასწორი
ინვესტიცია ინვენსტიცია
ინციდენტი ინცინდენტი
კონსტატაცია კონსტანტაცია
პრეცედენტი პრეცენდენტი
ტრანსპლანტატი ტრანსპლანტანტი
უნდა იყოს -ნ თანხმოვანი და გამოტოვებულია:
ინსტინქტი ინსტიქტი
კონტინგენტი კონტიგენტი
კონსენსუსი კონსესუსი
რესპონდენტი რესპოდენტი
Slide 21
ი-ზე დაბოლოებული სახელები: გიორგი, გიული
თანხმოვანფუძიანი სახელები: მარიამ-ი, ლევან-ი, დარეჯან-ი
მათი გარჩევის გზა: სახელი+გვარი
ლევან მაჩაბელი ლევან მაჩაბელმა.... მიმართვა/წოდებითი ბრუნვა: ლევან!
გიორგი მაჩაბელი გიორგი მაჩაბელმა... მიმართვა/წოდებითი ბრუნვა:
ანთროპონიმი − (ბერძ. < ἄνθρωπος – ადამიანი და ὄνομα – სახელი), ინდივიდის აღმნიშვნელი ნებისმიერი წარმოშობის საკუთარი სახელი, რომელსაც ესა თუ ის პირი ატარებს.
| სწორია | არასწორია |
| ეთერმა | ეთერიმ |
| ლევანმა | ლევანიმ |
| ჯუმბერმა | ჯუმბერიმ |
| ეთერს ესაუბრება | ეთერის ესაუბრება |
Slide 22
ადამიანის საკუთარ სახელთა ბრუნების თავისებურებანი. უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:
ადამიანის საკუთარი სახელები არც იკუმშება და არც იკვეცება (დარეჯანის და არა დარეჯნის, ელენეს და არა ელენის...);
ადამიანის საკუთარი სახელი წოდებით ბრუნვაში ფუძის სახით არის წარმოდგენილი. თუ ხმოვანზე ბოლოვდება, ხმოვნით იქნება წარმოდგენილი და თუ თანხმოვანზე დამთავრდება - თანხმოვნით. მაგალითად: ანა, ელენე, დიტო.., ლევან, ქეთევან, მარიამ...;
საკუთარ სახელებს არ აქვს მრავლობითი რიცხვის ფორმა.
Slide 23
უმეტესად იტალიური, ბერძნული ან სლავური წარმოშობისაა.
„ი“ ფუძისეულია და არა ბრუნვის ნიშანი. ასეთი გვარები ქართულში, როგორც წესი, არ იკვეცება და ბრუნვისას ინარჩუნებს ფუძეს.
Slide 24
| სწორია | შეცდომაა |
| ლიმონ-ის | ლიმნ-ის |
| მსმენელ-ის | მსმენლ-ის |
| მკვლევრ-ის | მკვლევარ-ის |
| ტაძრის | ტაძარის |
| მაჩაბლის | მაჩაბელის |
| მეორ-ის | მეორე-სი |
| სწორია | შეცდომაა |
| ანა | ანნა |
| ესე | ესსე |
Slide 25
სათაური და სახელწოდებები, თანდართულ ბრუნვის ნიშნებთან ან თანდებულებთან ერთად, აუცილებლად უნდა იყოს ბრჭყალებში:ვებგვერდი „ARIS.GE“, ლექსი „პოეტი“, მოთხრობა „სარჩობელაზედ“ და ა.შ.
თუ სათაური ერთსიტყვიანია და მხოლობითი რიცხვის სახელობით ბრუნვაში დგას, ბრუნებისას ნიშანიც და თანდებულიც დაერთვის სათაურს:
„პოეტმა“, მაგრამ არა „სარჩობელაზედში“.
Slide 26
მოთხრობის „მთანი მაღალნი“, ნაწარმოებში „ამოდის ნათდება“ და ა.შ.
თუ სათაურს თანხმოვანფუძიანი მსაზღვრელი უძღვის, ნათესაობითსა და მოქმედებითში ეს სიტყვა ფუძის სახით უნდა დაიწეროს. ბრუნვის ნიშნის ნაწილი -ი მსაზღვრელს არ დაერთვის!
ლექს „პოეტის“, რომან „არსენა მარაბდელით“, გაზეთ „ივერიად“ და ა.შ.
გრძელ (ერთი ან ერთზე მეტი წინადადების შემცველ) სათაურებს ბრუნვის ნიშანი და თანდებული არ დაერთვის:
მოთხრობაში „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, მოთხრობიდან „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება“ და ა.შ.
Slide 27
ქართულში სათაურების შემდეგ წერტილი არ იწერება.
ტექსტში სათაური იწერება ბრჭყალებში.
არასწორია: ლექსი მერანი; მოთხრობა „მთანი მაღალნიში“; პოემა „ვეფხისტყაოსან“-ში;”შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი” – ში; ლექსის „პოეტის“
სწორია: ლექსი „მერანი“; მოთხრობაში „მთანი მაღალნი“; პოემა „ვეფხისტყაოსანში“; ლექსში „ შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი“; ლექს „პოეტის“
Slide 28

Slide 29
სახელობითი ბრუნვა: ორი ათასი კაცი
ორი ათასმა კაცმა
თუ
ორმა ათასმა კაცმა?
სახელობითი ბრუნვა: ორი მილიონ ხუთასი ათას სამასი კაცი
ორი მილიონ ხუთასი ათას სამასმა კაცმა
თუ
ორმა მილიონ ხუთასი ათას სამასმა კაცმა?
Slide 30
ერთად იწერება ყველა რაოდენობითი რიცხვითი სახელი 1-დან 100-ის ჩათვლით (და-თი შეერთებული), ასევე ერთად იწერება ასეულები: ორასი, სამასი, ოთხასი, ხუთასი, ექვსასი, შვიდასი, რვაასი, ცხრაასი, ათასი.
დანარჩენი რაოდენობითი რიცხვითი სახელი იწერება ცალ-ცალკე. მაგალითად: ათას ხუთას შვიდი (1507), ორი მილიონ სამას ექვსი ათას ხუთას ორმოცდახუთი (2306545) და ა.შ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ორი მილიონ სამას ექვსი (ფუძის სახით არის მოცემული მილიონი და სამასი) და არა ორი მილიონი სამას ექვსი.
Slide 31
როგორც ცნობილია, რიგობითი რიცხვითი სახელი იწარმოება რაოდენობითი რიცხვითი სახელისაგან მე- პრეფიქსისა და -ე სუფიქსის დართვით. ყველა რიგობითი სახელი ხმოვანფუძიანია, პირველის გარდა. რადგან ფუძე -ე ხმოვანზე ბოლოვდება, შესაბამისად, ისინი ფუძეკვეცადი სახელებია: მეექვსე- მეექვს-ის, მეათე- მეათ-ის...
მე------ე აფიქსების დართვის თვალსაზრისით საყურადღებოა შემდეგი:
მე--- აფიქსი სიტყვას შეიძლება თავში დაერთოს და შეიძლება შუაში:
მე--- აფიქსი შუაში დაერთვის ისეთ რაოდენობით რიცხვით სახელებს, რომლებიც „და“ კავშირით არის შეერთებული და მე- აფიქსი „და“-ს მოსდევს, დანარჩენ შემთხვევაში მე---აფიქსი თავშია ანუ პრეფიქსია. მაგალითად:
ოც-და-ხუთი- ოც-და- მე-ხუთ-ე
თერთმეტი- მე-თერთმეტე
ასი- მე-ასე
Slide 32
ბ) რიგობითი რიცხვითი სახელები შეიძლება რომაული ციფრებით აღინიშნოს, ასეთ შემთხვევაში არ სჭირდებათ არანაირი პრეფიქს-სუფიქსის დართვა: I (იგივეა, რაც პირველი), IV (მეოთხე), X(მეათე), XIX(მეცხრამეტე), …
თუ რიცხვით სახელს (რაოდენობითი და რიგობითი), არაბულით ან რომაულით დაწერილს, ერთვის ბრუნვის ნიშანი (გარადა სახელობითისა), ნაწილაკი და თანდებული, ის აუცილებლად აღინიშნება და გამოიყოფა ტირეთი.
5-მა, 2-ისთვის, 25-ემ, მე-11-ზე, 45-ესთან, IV-ის, XIX-ში
ასევე: რამდენიმე და არა რამოდენიმე
Slide 33
ნოლი
კი არა ნული: ნულოვანი
მაგრამ:
ერთით ნოლი
Slide 34


Slide 35
| სწორია | შეცდომაა |
| ერთმა და იმავე სტუდენტმა | ერთი და იგივე სტუდენტმა |
| ჩემ მიერ | ჩემს მიერ |
| ჩემკენ | ჩემსკენ |
| ჩემ მიმართ | ჩემს მიმართ |
| ჩემს წიგნში | ჩემ წიგნში |
| ჩვენგანი | ჩვენთაგანი |
| მათგანი | მათთაგანი |
Slide 36
თავისი და მისი კუთვნილებითი ნაცვალსახელები
თავისი და მისი მესამე პირის კუთვნილებითი ნაცვალსახელებია. მათ შორის სემანტიკური სხვაობაა კუთვნილების გამოხატვის თვალსაზრისით, კერძოდ, თუ ობიექტი ეკუთვნის მოქმედ პირს, მაშინ უნდა გამოვიყენოთ თავისი, ხოლო თუ ობიექტი არ ეკუთვნის მოქმედ პირს, არამედ სხვას, მაშინ გამოიყენება მისი. მაგალითად:
ნინომ თავისი წიგნები სკოლაში მოიტანა. ამ წინადადებაში წიგნები, ანუ ობიექტი, ეკუთვნის ნინოს.
ნინომ მისი წიგნები სკოლაში მოიტანა. ამ წინადადებაში წიგნები ნინოს არ ეკუთვნის, წიგნები სხვისია ( მეგობრის, კლასელის და ა.შ).
Slide 37
თანდებულიანი სახელების მართლწერის საკითხები:
Slide 38
საინტერესო წიგნი
იურიდიული ცნობარი
კანონების კრებული
მსაზღვრელ-საზღვრულის ბრუნება
მსაზღვრელი
განსაზღვრა
ნიშან-თვისება
საზღვრული
საგანი
Slide 39
საჯარო გამოსვლა
აკადემიური წერა
პოსპოზიციური წყობა
ხატი კაცისა
წიგნი ფიცისა
მსაზღვრელ-საზღვრულის ბრუნება
იპოვეთ შეცდომა:
Slide 40
ყველა ენას თავისი ბგერითი სისტემა და შესაბამისი ანბანური ნიშნები აქვს. შესაძლებელია, სხვადასხვა ენის ერთი და იგივე ხმოვნები წარმოთქმის დროს ერთგვაროვანი არ იყოს.
ენათა ურთიერთობისას საჭირო ხდება ერთი ენის ბგერითი სისტემისა და ასოების მეორე ენის ასოებით ზუსტი გადმოღება, რასაც ტრანსლიტერაცია ეწოდება. აქტიურად გამოიყენება საკუთარ სახელთა აღნიშვნაში.
Slide 41
a – ა: Aberystwyth – აბერისტუით-ი, Adams – ადამს-ი, Franklin – ფრანკლინ-ი, Cardiff – კარდიფ-ი.
a – ეი: David – დეივიდ-ი, Davis – დეივის-ი, Graves – გრეივზ-ი.
a – ო: Galsworthy – გოლზუორთი.
a – ე: Birmingham – ბირმინგემ-ი, Jackson – ჯექსონ-ი, Mary – მერ-ი.
ae – ი: Aegis – იჯის-ი
ai და ay – ეი: Clay – კლეი, Medway – მედუეი, Gray – გრეი.
ai – ე : Cairns – კერნზ-ი.
au და aw – ო: Austin – ოსტინ-ი, Pauling – პოლინგ-ი, Shaw – შო.
Slide 42
c (e, i, y-ს წინ) – ს: Cecil – სესილი, Cinderford – სინდერფორდი.
c (სხვა შემთხვევებში) – კ (და არა ქ): Catherine – კათრინი (და არა ქეთრინ-ი), Caistor – კეისტორი, Corwen – კორუენ-ი, Atlantic City – ატლანტიკ-სიტი.
ch – ჩ: Chichester – ჩიჩესტერ-ი, Churchil – ჩერჩილი.
ch (ბერძნული და, აგრეთვე, გერმანული წარმოშობის სახელებში) – კ: Christina – კრისტინა, Christopher – კრისტოფერ-ი (და არა: ქრისტინა, ქრისტოფერ-ი), Ulrich – ულრიკ-ი.
ck – კ (და არა ქ): Pocklington – პოკლინგტონ-ი, Cockermouth – კოკერმუთ-ი.
dg – ჯ: Bridgetown – ბრიჯტაუნ-ი.
e – ი: Beresford – ბერისფორდ-ი, Eden – იდენ-ი, Exeter – ექსიტერ-ი.
e – ე: Reston – რესტონ-ი, Manchester – მანჩესტერ-ი.
ea – ი: Beadnell – ბიდნელ-ი, Dreanston – დინსტონ-ი, Seaborg – სიბორგ-ი, Dearborn – დირბორნ-ი.
ea – ეი: Breakspear – ბრეიქსპირი.
Slide 43
Slide 44
Slide 45
კ
კატარი და არა ყატარი, ალირაკი, კაირო
ქ
ალქუვაითი
ქუვეითი და არა კუვეიტი
თ
თუნისი და არა ტუნისი
Slide 46
თანხმოვნების 5 წყვილი გადმოიცემა შესაბამისი 5 გრაფემით:
ფ, პ - p
თ, ტ - t
ქ, კ - k
ც, წ - ts
ჩ, ჭ - ch
Chavchavadze, Kevanishvili, Chrelashvili, Gochitashvili
ყ თანხმოვანი გადმოიცემა q გრაფემით.
Slide 47
9 თანხმოვანი გადმოიცემა შესაბამისი დიგრაფებით:

Slide 48
Baqaqi tsqalshi qiqinebs
Davit Aghmashenebeli
Giorgi Brtsqinvale
Slide 49
ტრანსკრიფცია- (ლათ. . transcribere – გადაწერა), რომელიმე ენის სიტყვათა გამოთქმის (ბგერების) ზუსტი ასახვა პირობითი ნიშნებით, რომელიც შეიძლება არ დაემთხვეს ამ სიტყვების ორთოგრაფიულ დაწერილობას.
ზეპირი მეტყველების გარკვეული მონაკვეთის (ბგერის, მარცვლის, სიტყვის, ფრაზის, წინადადების, ვრცელი ტექსტის) გრაფიკული ჩაწერა (ფართო გაგებით);
ფონეტიკური ტრანსკრიფციის ნიშნები, რომლებიც ბგერის წარმოთქმას აღნიშნავენ; მაგალითად [i:] – გრძელი „ი“....
განსხვავება ტრანსკრიფციასა და ტრანსლიტერაციას შორის ისაა, რომ ტრანსკრიფცია უცხო ენის ბგერათა წარმოთქმის საკუთარ ენაზე რეპროდუქციას ემსახურება და მონოგრაფემულობის (ერთასოიანი გამოსახულების) პრინციპს ემყარება, ხოლო ტრანსლიტერაცია უცხოენოვანი დაწერილობის მშობლიურ ენაზე ასო-ასო გადატანას ისახავს მიზნად და საამისოდ 2 (ზოგჯერ 3) გრაფემის გამოყენებასაც არ გაურბის.
მაგალითად: ტრანსკ. child [chaild], ტრანსლიტ. Child [ჩაილდ]
Slide 50


Slide 51
სიტყვის შემოკლება უძველესი ტრადიციაა, რომელიც ადრევე საწერი საშუალებებისა და დროის ეკონომიას ემსახურებოდა. ძველი ქართული ხელნაწერებში ხშირად ვხვდებით სპეციალური ნიშნებით შემოკლებულ სიტყვებს, რომელსაც ქარაგმას უწოდებენ.
თანამედროვე ენაში ფართოდ გამოიყენება შემოკლებები და საკმაოდ ბევრია. ცალკე ლექსიკონიც კი არის გამოცემული. https://ice.tsu.ge/liv/abrv.php
სიტყვის შემოკლების დროს იწერება წერტილი.
Slide 52
საყურადღებო შემოკლებანი:
1. ტექსტთან დაკავშირებული : თხზ.- თხზულება, შრ.-შრომა, ტ.- ტომი, ნაწ.- ნაწილი, შდრ. -შეადარე, მაგ.-მაგალითად...
2. წოდებებისა და თანამდებობების აღმნიშვნელი: აკად.- აკადემიკოსი, პროფ.- პროფესორი, მასწ.-მასწავლებელი...
3. დროის აღმნიშვნელი:წმ.-წამი, წთ.-წუთი, სთ.-საათი, წწ.-წლები, წ.-წელი, ა.წ.- ამა წლის, ს.-საუკუნე...
4.წონის და საზომის: გ.-გრამი, კგ.-კილოგრამი, ტ.-ტონა, სმ-სანტიმეტრი, კმ.-კილომეტრი, მმ.- მილიმეტრი, ჰა- ჰექტარი...
5. სხვა შემოკლებები: ე.ი.-ესე იგი, ა.შ.-ასე შემდეგ, მისთ.-მისთანანი, სხვ.-სხვა, ე.წ.-ეგრეთ წოდებული....
თუ შემოკლება ბრუნვის ნიშანს ან თანდებულს დაირთავს, ისინი დეფისით უნდა დაიწეროს: 2020-2022 წწ.-ში, უდრის 1000 ტ.-ს ....
Slide 53
აბრევიატურა- ორი ან რამდენიმესიტყვიანი სახელწოდების შემოკლება და მისი ერთ სიტყვად, ერთ კომპლექსად გადაქცევა.
აბრევიატურის აღნიშვნის დროს წერტილი არ იწერება.
ქეგლ- ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი;
თსუ- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ჰესი- ჰიდროელექტროსადგური
დღგ- დამატებული ღირებულების გადასახადი;
ეუთო- ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია
Slide 54
უცხო ენიდან შემოსული და იწერება, როგორც აბრევიატურის უცხოენოვან გამოთქმას შეეფერება:
ნატო- NATO: North Atlantic Treaty Organization-ჩრდილოეთ ატლანტიკის ხელშეკრულების ორგანიზაცია
იუნესკო-UNESCO:-United Nations Educational, Scientefic and Cultural Organization- გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში
ინტერპოლი-Interpol:International Criminal Police Organization-საერთაშორისო სისხლის სამართლის პოლოციის ორგანიზაცია.
თუ აბრევიატურა შემადგენელ სიტყვათა პირველი ასოებით არის შექმნილი, თანდებულის და ბრუნვის ნიშანი დეფისით იწერება: თსუ-ში, აშშ-ში..... თუ აბრევიატურა სიტყვას უტოლდება , მაშინ ჩვეულებრივ იბრუნვის: ნატომ, ნატოში....
Slide 55
როგორ ფიქრობთ, რა არის ენობრივი შეცდომა და როდის შეიძლება ჩაითვალოს ფორმა შეცდომად?
რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი ენობრივი ფორმების გამოყენება ოფიციალურ და აკადემიურ ტექსტებში?
შეიძლება თუ არა ენობრივი შეცდომა გავლენას ახდენდეს ტექსტის აზრის გაგებაზე? როგორ?
თქვენი აზრით, რა იწვევს ყველაზე ხშირად ენობრივ შეცდომებს?
როგორ მოქმედებს სასაუბრო ენა წერით მეტყველებაზე?
რომელი ტიპის შეცდომა მიგაჩნიათ ყველაზე რთულად გამოსასწორებლად და რატომ?
Slide 56
არაბული, ავთანდილ. 2004. ქართული მეტყველების კულტურა
თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები: პირველი კრებული. 1986.
ბაგრატიონ-დავითაშვილი ნინო. 2024. აკადემიური წერისა და მეტყველების პრობლემატიკა
ზექალაშვილი. რუსუდან. 2025. თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის მართლწერისა და მართლმეტყველების საკითხები.
https://edu.aris.ge/news/sataurebis-da-saxelwodebebis-martlwera-gramatikul-cnobarshi-2.html
Linnea C. Ehri, Orthographic Mapping in the Acquisition of Sight Word Reading, Spelling Memory, and Vocabulary Learning (Academic Journal: Scientific Studies of Reading)