Unit 5
The course material is in Georgian only. Lectures and exercises from the author's material, unchanged.
46 slides
Slide 1
4. ნორმირების მნიშვნელობა.
5. სალიტერატურო ენის ნორმების შემუშავების პრინციპები,
6. ენობრივ შეცდომათა ზოგადი მიმოხილვა და მათი კლასიფიკაცია.
Slide 2
ნორმა არის ენობრივი პოლიტიკის შედეგი
Slide 3
პირველივე მწიგნობრულ ძეგლებში არჩევანი კეთდება ძირითადზე, სოციალურად უპირატესზე; შემდგომი მწერლები ითვალისწინებენ ამ „ნორმას“.
Slide 4
ნაშრომში ენობრივი ნორმა განიხილება, როგორც სოციალური ფენომენი, რომელიც განსაზღვრავს, რა ითვლება „სწორად“ და „მისაღებად“ ენაში. ნაშრომში, ასევე, ახსნილია როგორ ყალიბდება, მოქმედებს და იცვლება ენობრივი ნორმები.
ეს არის წესები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარიმართოს კომუნიკაცია (მაგალითად, თავაზიანობის ნორმები, სტილისტური შესატყვისობა კონტექსტთან...).
Slide 5
მისი აზრით, ნორმა არსებობს იქ, სადაც საზოგადოებას აქვს მოლოდინი, რომ ადამიანი გარკვეულ სიტუაციაში გარკვეული ფორმით ილაპარაკებს.
თუკი ის წესები ირღვევა, რომელიც საზოგადოებას მიაჩნია სწორად/ნორმად, ჩნდება საზოგადოების მხრიდან რეაქცია (გაკვირვება, შესწორება ან კრიტიკა).
Slide 6
„ნორმები არის საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც საზოგადოება აღწევს კოორდინაციას.“
მისი თქმით, მართებულობა/სისწორე არ არის აბსტრაქტული ცნება.
რაიმე ფორმა „სწორია“ ნიშნავს, რომ მათი გამოყენებით ,
ურთიერთგაგებას რომელიმე კონკრეტული ჯგუფის წევრებს შორის მარტივდება, ეფექტიანი ხდება.
Slide 7
საწარმოთქმო (ორთოეპიული)
მართლწერის (ორთოგრაფიული, პუნქტუაციური),
გრამატიკული (ენობრივი პრაქტიკიდან გამომდინარე გრამატიკული წესების ერთობლიობა, რომელიც აწესრიგებს ამა თუ იმ ენობრივი კოლექტივის მეტყველებას)
ლექსიკური (ამა თუ იმ ენაში მიღებული სიტყვათხმარების ნორმა).
გამოყოფენ სტილისტიკურ ნორმასაც.
ენობრივ ნორმათა დადგენას ნორმალიზაცია ეწოდება.
Slide 8
არც სალიტერატურო ენის ნორმაა ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი. ამიტომ ხშირად ის, რაც სწორი იყო ენის განვითარების ძველ საფეხურზე, თანამედროვე ენისათვის შეიძლება ხელოვნური და უმართებულო აღმოჩნდეს (მაგ., ისტორიულად სწორმა ფორმებმა – დაჯედი, დაწევი… სახე იცვალა და მოგეცა: დაჯექი, დაწექი-. ძველი თავ-ყანის-ცემა, ორმეოცი, ათერთმეტი… შეიცვალა და ამჟამად გვაქვს: თაყვანისცემა, ორმოცი, თერთმეტი და მისთ…
Slide 9
შემუშავებული ენობრივი რეკომენდაციებით ხელი უნდა შეეწყოს ქართული სალიტერატურო ენის მონოლითურობას, რათა იგი საზოგადოებისა და მეცნიერების განვითარებასთან ერთად იყოს საქართველოს მოქალაქეთა ინტეგრაციის, მათი შემეცნების, სახელმწიფოებრივი და კულტურული იდენტობის ბაზისი, როგორც საქართველოს სახელმწიფო ენა.
Slide 10
ნორმის დადგენა მეცნიერების, ობიექტურ საფუძველს უნდა ემყარებოდეს, სუბიექტური მომენტი კი (კეთილხმოვანება, პირადი გემოვნება..) უნდა გამოირიცხოს.
Slide 11
ენის ხანგრძლივი ისტორიული განვითარება წარმოადგენსერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც ხელს უწყობს ენობრივი ფორმების მრავალფეროვნების წარმოქმნას.
დროთა განმავლობაში ძველი ფორმები იცვლება ან ახალი, პარალელური ვარიანტების ჩნდება (მაგალითად გამარჯობა-გამარჯობათ; ბადახში/ბალახში. მეორადი/მეორეული...),
Slide 12
ქართულ ენაში მრავალსაუკუნოვანი ლიტერატურული ტრადიციის (V საუკუნიდან დღემდე) გამო იქმნება ვითარება, როდესაც ძველი და ახალი ფორმები ხშირად თანაარსებობენ.
სოციალურ-კულტურულ ცვლილებებთან ერთად,მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცვლილება დომინანტური დიალექტისა, რომელიც საფუძვლად ედება სალიტერატურო ენას და ნორმირებასაც განსაზღვრავს. (გავიხსენოთ სამხრეთ-აღმოსავლური დიალექტი , ქართლური, კახური, თბილისური კოინე)
ეს პროცესი თვალსაჩინოა ქართული ენის ნორმების მიხედვით
Slide 13
პარალელურ ფორმათაგან გრამატიკულად გამართლებულია ორივე ტიპის წარმოება: დამიხატ-ავ-ს //დამიხატ-ი-ა; დამიდგ-ამ-ს//დამიდგ-ია 2. თანამედროვე სალიტერატურო ქართულში ლიტერატურულ ფორმად უნდა დარჩეს -ავ და -ამ სუფიქსიანი ფორმები 3. -ია დაბოლოებიანი ფორმები უნდა იქნეს მიჩნეული დასაშვებად. ფორმათა შერჩევა სტილისტიკის სფეროში უნდა დარჩეს: უნახავს//უნახია; გაუბამს//გაუბია; დამითესავს//დამითესია 4. გავრცელების თვალსაზრისით დღევანდელ ქართულში -ია დაბოლოებიანი ფორმები უფრო ჭარბობს, ვიდრე -ავ ელემენტიანი ვარიანტი (განსაკუთრებით მეშველზმნიანი წარმოებისა). ძირითადი მინახავხარ, გინახავვარ; დამიხატავხარ, დაგიხატავვარ... ფორმების პარალელურად დასაშვები იქნეს მინახიხარ, გინახივარ; დამიხატიხარ, დაგიხატივარ ვარიანტები.
Slide 14
წოდებითი ბრუნვა - სხვადასხვა ნიშანი სხვადასხვა ეპოქის დანატოვარი
Slide 15
Slide 16
ქართული სალიტერატურო ენის ნორმების შემუშავების დროს მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული ქართული ლიტერატურის კლასიკოსების ენა, არ უნდა შეიქმნას ცოცხალი ენისაგან დაშორებული ხელოვნური ნორმები.
გადასინჯვას არ მოითხოვს და უცვლელი უნდა დარჩეს ისეთი ლექსიკური, მორფოლოგიური თუ სინტაქსური მონაცემები, რომლებიც სალიტერატურო ქართულში მხოლოდ ერთი სახით გვხვდება, მაშინაც კი, როცა ის სავსებით უმართებულოა ქართული ენის გრამატიკული სისტემის თვალსაზრისით. რასაც უყოყმანო სოციალური სანქცია აქვს, ის საკითხად ვერ იქცევა.
როცა სალიტერატურო ქართულში ორი ან მეტი მოცილე მორფოლოგიურ-სინტაქსური მოვლენა იჩენს თავს, საკითხი უნდა გადაწყდეს იმის სასარგებლოდ, თუ რომელიაა) უფრო გავრცელებული კლასიკოსთა ენაში და ეგუება სალიტერატურო ენის შინაგანი განვითარების ტენდენციას;ბ) გამართლებული ქართული ენის დღევანდელი გრამატიკული სისტემით, ე. ი. გრამატიკულად კანონიერია და არ არღვევს ამ სისტემით ნაგულისხმებ თანამიმდევრობას;გ) სხვა თანაბარ პირობებში წარმოების პრინციპის მიხედეით უფრო მარტივი;დ) სხვა თანაბარ პირობებში მნიშვნელობის მიხედვით უფრო ნათელი. იშვიათ შემთხვევაში, როცა ერთმანეთის მოცილედ გამოდის ორი ან მეტი პარალელური ფორმა, რომლებიც თანაბრად კანონიერია გრამატიკული თვალსაზრისით, მაგრამ ხმარების მიხედვით კლასიკოსების ენაში არც ერთს არ ენიჭება უპირატესობა, შესაძლებელია, ისინი პარალელურად დარჩნენ.
ორთოგრაფიული საკითხების მოგვარებისას სავალდებულოა, დარჩეს ერთი ფორმა. ამ შემთხვევაში მოცილე მოვლენათაგან უპირატესობა უნდა მიეცეს იმას, რომელიცა) უფრო გავრცელებულია სალიტერატურო ქართულში;ბ) გამართლებულია ეტიმოლოგიურად და მორფოლოგიურად;გ) მისაღებია ქართული ენის ბუნებრივ კომპლექსთა თვალსაზრისით.
Slide 17
1. შერჩევითობა: ენობრივი საშუალებებიდან საუკეთესოს/მისაღების შერჩევა.
2. სტაბილურობა: დროში მდგრადობა (რომ მომავალშიც გავიგოთ ერთმანეთის, გააიოლოს კომუნიკაცია).
3. საყოველთაოობა: სავალდებულო ხასიათი მოცემული სოციუმისთვის.
Slide 18
ენობრივი ნორმების დარღვევა ენათმეცნიერებაში განიხილება, ერთი მხრივ, როგორც „შეცდომა“
მეორე მხრივ, ის არის ენის განვითარების, სოციალური ცვლილებებისა და ფსიქოლინგვისტური პროცესების შედეგი, რომლებიც აისახება ცოცხალ მეტყველებაში.
*ზოგადად, ცვლილებები უფრო ადრე აისახება ცოცხალ მეტყველებაში, ხოლო სალიტერატურო ენაში უფრო გვიან შედის. შესაბამისად, გარკვეულ ეტაპზე ცვლილება აღიქმება არასწორად, შეცდომად.
Slide 19
ავთო არაბულის აზრით, ენის ნორმალიზაციისა და მეტყველების კულტურის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება ხოლმე მკვეთრი სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებების, ისტორიულ გარდატეხათა ეპოქაში.
ეთანხმებით თუ არა მოყვანილ დებულებას და რატომ?
Slide 20
საზოგადოებრივი ცხოვრებისა და პოლიტიკური ორიენტაციის ცვლილება
კულტურაში, განათლებასა და ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებები
საგანმანათლებლო პროცეში მიმდინარე ცვლილებები
Slide 21
უილიამ ლაბოვი ამტკიცებს, რომ ნორმის „დარღვევა“ ხშირად იწყება დაბალი სოციალური ფენებიდან ან ახალგაზრდებიდან, როგორც იდენტობის გამოხატვის გზა.
ეს არის „ცვლილება ქვემოდან“, როდესაც სოციუმის ამა თუ იმ წრის წარმომადგენლები არ ემორჩილებიან და არღვევენენობრივ ნორმებს. Labov, W. (2001). Principles of Linguistic Change.
Slide 22
ნორმა იცვლება იმის მიხედვით, თუ რომელი სოციალური ჯგუფის მეტყველება ითვლება პრესტიჟულად.
ლაბოვი აღწერს, როგორ მკვიდრდება ახალი ნორმები. როცა მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ჯგუფი იწყებს გარკვეული ფორმის გამოყენებას, მას მასები ჰბაძავენ.
Slide 23
ადამიანები არღვევენ ნორმას, რადგან ქვეცნობიერად ცდილობენ, ენა გახადონ უფრო მარტივი და სწრაფი გამოსაყენებლად (მაგალითად, რთული გრამატიკული ფორმების შეკვეცა-გამარტივება, უსრული წინადადებები).
Aitchison, JLanguage Change: Progress or Decay? Cambridge University Press.2013.
Slide 24
ნორმის დარღვევის მიზეზი შეიძლება იყოს ენობრივი კონტაქტი და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს შორის ურთიერთობა. Milroy, J. Linguistic Variation and Change. 1992.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ინტენსიური კონტაქტისას ენები სესხულობენ არა მხოლოდ სიტყვებს, არამედ გრამატიკულ სტრუქტურებსაც, რაც საბოლოოდ ძველი ნორმის რღვევასა და ახლის ჩამოყალიბებას იწვევს (Thomason, S. G., & Kaufman, T. (1988). Language Contact, Creolization, and Genetic Linguistics. University of California Press.)
Slide 25
კრისინი საუბრობს ენის დემოკრატიზაციაზე.
ფართო მასები, რომლებიც არ ფლობენ მაღალ ლიტერატურულ ნორმას, იწყებენ აქტიურ საჯარო კომუნიკაციას, სტანდარტი „ირღვევა“ და მკვიდრდება ახალი, გამარტივებული ნორმები.
კრისინის მიხედვით, ენის დემოკრატიზაცია ნიშნავს იმას, რომ ენა აღარ არის მხოლოდ ელიტარული, მკაცრად ნორმირებული სისტემა; მასში უფრო ფართოდ შედის სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მეტყველება.
ანუ ენა უფრო ღია და ხელმისაწვდომი ხდება ყველა სოციალური ფენისათვის. Крысин, Л. П. (1989). "Социолингвистические аспекты изучения современного русского языка":
Slide 26
კრონგაუზი ინტერნეტმეტყველებას განიხილავს არა როგორც ენის გაღარიბებას, არამედ როგორც ახალ, უნიკალურ ლინგვისტურ რეალობას.
მისი ხედვა ეფუძნება იმ აზრს, რომ ინტერნეტმა წაშალა ზღვარი ზეპირ და წერილობით მეტყველებას შორის.
Slide 27
ნორმა ირღვევა, რადგან ზეპირი მეტყველების სპონტანურობა და ემოციურობა გადადის ნაწერში (ემოჯების, სასვენი ნიშნების ხმარება სხვადასხვა მიზნით.
Slide 28
კრონგაუზს შემოაქვს ტერმინი, რომელიც აღწერს საზოგადოების
რეაქციას ამ ცვლილებებზე.
ადამიანებს ეშინიათ, რომ ენა იღუპება.
მისი აზრით, ენა არის თვითრეგულირებადი სისტემა. ის იღებს იმას,
რაც სჭირდება გადარჩენისთვის და დროთა განმავლობაში თავადვე „მოინელებს“ ზედმეტს.
Кронгауз, М. А. (2008). Русский язык на грани нервного срыва. Москва: Языки славянских культур.
Slide 29
კოსტომაროვი განიხილავს „ენობრივი გემოვნების“ ცვლილების საკითხს.
ნორმის დარღვევის მიზეზი ხშირად არის ექსპრესიულობის მიღწევის მცდელობა - ძველი ნორმები აღიქმება „მშრალად“ და „ოფიციალურად“, რის გამოც ისინი არღვევენ მათ ემოციურობის გასაძლიერებლად.
Slide 30
რატომ ვუშვებთ შეცდომას, მაშინაც კი, როცა წესი ვიცით?
შეცდომა ხდება „პროგრამირების: ეტაპზე, ტვინი ვერ ასწრებს ოპტიმალური ფორმის შერჩევას. (Леонтьев, А. А. Основы психолингвистики. 2003).
Slide 31
ა) გრამატიკული კანონების არასრულფასოვანი ცოდნა;
ბ) ენობრივ-სტილისტიკური „ყნოსვის“ არასაკმარისი ფლობა;
გ) ფუნქციური სტილის უცოდინრობა და განსხვავებული სტილების ერთმანეთში აღრევა;
დ) სიტყვის მნიშვნელობის, პარონიმების,ტერმინების უცოდინრობა. (აღქმა-აღთქმა, ცნება-მცნება...);
ე) სიტყვათა არასწორი შეხამება: ვალდებულება იკისრა; ნდობა გაუწია;
ვ) ლექსიკური ანაქრონიზმი: დამლაგებელი გაფორმებული ჰყავს დამლაგებლად;
ზ) შტამპების გამოყენება: ახდენს შეფასებას, აწარმოებს მიღებას;
თ) პარაზიტი სიტყვების გამოყენება: ე. ი., მაგალითად, მაშასადამე, ანუ
ი) მოცემული სიტუაციისათვის შეუფერებელი სიტყვებისა და გამოთქმების გამოყენება
კ) გადმოსაცემი შინაარსის სუსტი ცოდნა;
ლ) ლექსიკური მარაგის სიღარიბე, ლექსიკური და გრამატიკული სინონიმიის არასაკმარისი მარაგი
მ) აზროვნების დაბალი დონე;
Slide 32
Slide 33
ეხება გრამატიკის სწორად გამოყენებას: მორფოლოგიას (სიტყვის ფორმებს) და სინტაქსს (წინადადების სტრუქტურას).
უზრუნველყოფს: ქვემდებარისა და შემასმენლის შეთანხმებას, ბრუნვების სწორად გამოყენებას და ა.შ.
მორფოლოგიური საკითხები ეხება ან სახელთა ბრუნებას ან ზმნათა უღვლილებას, ანდა სიტყვაწარმოებას. მაგალითად: მაგრად თუ მაგრათ, გრეხს თუ გრიხავს, რამეს, რასმე თუ რასმეს, ორივეს, ორსავე, ორთავე თუ ორთავეს, იცვამს თუ იცვავს, გაუტეხია თუ გაუტეხნია, გაეტეხა თუ გაეტეხნა. ჰყავდა თუ ყავდა, გაერთიანდნენ თუ გაერთიანდენ...
Slide 34
Slide 35
ორთოგრაფიულ საკითხებად მიიჩნევა ფონეტიკური პროცესებით გამოწვეული სადავო საკითხები, მაგალითად: ერთგული თუ ერდგული, საშუალება თუ საშვალება, რედაქტორი თუ რედაკტორი, რკინისგზა და რკინის გზა თუ რკინის-გზა... ამისდამიუხედვად, ამისდა მიუხედავად, თუ ამისდა მიუხედავად, დავითი ამბობდა „მოვაო“ თუ „მოვა“-ო.
Slide 36
Slide 37
Slide 38
Slide 39
რა უნდა გაკეთდეს ენობრივი ნორმების გამოყენების პოლულარიზაცისაათვის?
Slide 40
მოითხოვს როგორც სახელმწიფოებრივ მიდგომას, ისე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.
Slide 41
ქართული სალიტერატურო ენის სარეკომენდაციო ნორმების შემუშავება მართლწერის, მორფოლოგია-სინტაქსის, ლექსიკისა და სტილისტიკის სფეროებში;
ერთიანი სალიტერატურო ენის ნორმათა შესამუშავებლად საჭირო ღონისძიებებისათვის (კონფერენციები, დისკუსიები და სხვა) ხელის შეწყობა;
ერთიანი სალიტერატურო ენის ნორმათა დანერგვის მიზნით ქართული ენის ორთოგრაფიული, სინონიმთა, უცხო სიტყვათა, დარგობრივი სამეცნიერო ტერმინოლოგიური ლექსიკონებისა და დამხმარე სასწავლო საშუალებათა შექმნისათვის ხელის შეწყობა;
ერთიანი სალიტერატურო ენის ნორმათა პოპულარიზაციის მიზნით მათი გაშუქება ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის საშუალებით. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/71854?publication=0
Slide 42
ნორმის გავრცელება ვერ იქნება წარმატებული, თუ მას არა აქვს მყარი სახელმწიფოებრივი და ადმინისტრაციული მხარდაჭერა.
ეს გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტულ ჩარევას (კანონები, ჯარიმები, რეგულაციები), რათა საჯარო სივრცეში ნორმა იყოს დაცული (Spolsky, Language Management. Cambridge University Press. 2009).
Slide 43
Bernard Spolsky. Language Policy. Cambridge University Press. 2004.
Slide 44
სალიტერატურო ენის სადავო საკითხთა მოწესიგებისას ერთმანეთს უპირისპირდება სუბიექტური და ობიექტურო თვალსაზრისები.
სუბიექტური თვალსაზრისის მიხედვით, გადამწყვეტია ის, რაც კეთილხმოვანია (ანუ მოსაუბრეს ასე მოსწონს, ასე მიაჩნია, რადგან ამ ფორმასაა შეჩვეული, მის ყურს კარგად ხვდება).
მორფოლოგიურ-სინტაქსურ ნორმათა დადგენისას შეუძლებელია სუბიექტურად ვიხელმძღვანელოთ: ყოველ პირს კეთილხმოვნად ის ფორმა მიაჩნია, რომელის ხმარებასაც თვითონ არის მიჩვეული. ერთი იძახის მოვიდენ, მაწერიების, მაწყენია... არის კეთილხმოვანი, ხოლო მოერე მოვიდნენ, მაწერინებს, მაწყენინა... ამდენად, სუბიექტური მიდგომით ვერ გადაწყდება ნორმათა დადგენის პრობლემა.
ნორმათა დადგენისას ძირითადი უნდა იყოს ობიექტური ანალიზი, რამდენადაც ამოსავალია ობიექტური სინამდვილე - სალიტერატორო ტრადიცია.
საკამათო ფორმები შეიძლება დადგინდეს სუბიექტური მიდგომით, თუმცა ამასაც სჭირდება მეცნიერული დასაბუთება.
Slide 45
თქვენი აზრით, უნდა ერეოდეს თუ არა სახელმწიფო ენის ნორმების რეგულაციისა და დაცვის საკითხში და რატომ?
რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს ამ კუთხით?
Slide 46
ავთო არაბული, მეტყველების კულტურა
205 exercises
These questions come without answers: think them through and check with the lecture.
რა არის სალიტერატურო ენის ნორმა?
რატომ განიხილება სალიტერატურო ენის ნორმა ენობრივ საშუალებათა საყოველთაოდ მიღებული გამოყენებისა და მისი მომწესრიგებელი წესების ერთობლიობად?
რატომ შეიძლება ჩაითვალოს ნორმა ენობრივი პოლიტიკის შედეგად?
როგორ ყალიბდება ენობრივი ნორმა პირველ მწიგნობრულ ძეგლებში?
რა როლი აქვთ შემდგომ მწერლებს უკვე ჩამოყალიბებული ნორმის დამკვიდრებაში?
როგორ განმარტავს რენატე ბარტში ენობრივ ნორმას?
რატომ განიხილება ენობრივი ნორმა სოციალურ ფენომენად?
რა კავშირია ენობრივ ნორმასა და საზოგადოების წარმოდგენას შორის იმის შესახებ, თუ რა ითვლება სწორად და მისაღებად?
რას გულისხმობს კომუნიკაციის ნორმები?
მოიყვანეთ კომუნიკაციის ნორმების მაგალითები.
რატომ მიიჩნევა ენა სოციალურ ინსტიტუტად?
რა როლი აქვს ნორმებს ენის, როგორც სოციალური ინსტიტუტის, გამართულ მუშაობაში?
როდის არსებობს საზოგადოებაში ენობრივი ნორმის მოლოდინი?
რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს საზოგადოებაში მიღებული ენობრივი ნორმის დარღვევას?
რა არის ენობრივი ნორმის მთავარი მიზანი?
როგორ უწყობს ხელს ნორმა საზოგადოებაში კოორდინაციას?
რატომ არ არის ენობრივი სისწორე აბსტრაქტული ცნება?
როგორ უკავშირდება ენობრივი ფორმის სისწორე კონკრეტული ჯგუფის წევრებს შორის ურთიერთგაგებას?
რა სახის ენობრივი ნორმები არსებობს?
რას ეწოდება ენობრივ ნორმათა დადგენის პროცესს?
These questions come without answers: think them through and check with the lecture.
რას განსაზღვრავს ორთოეპიული ნორმა?
რას განსაზღვრავს ორთოგრაფიული ნორმა?
რა საკითხებს აწესრიგებს პუნქტუაციური ნორმა?
რას მოიცავს გრამატიკული ნორმა?
როგორ განისაზღვრება ლექსიკური ნორმა?
რას არეგულირებს სტილისტიკური ნორმა?
რა განსხვავებაა ორთოეპიულ და ორთოგრაფიულ ნორმებს შორის?
რა განსხვავებაა ლექსიკურ და გრამატიკულ ნორმებს შორის?
რატომ არის მნიშვნელოვანი სტილისტიკური ნორმის დაცვა?
რა არის ნორმალიზაცია და რა მიზანს ემსახურება იგი?
These questions come without answers: think them through and check with the lecture.
რატომ არის ენა ისტორიულად ცვალებადი სისტემა?
როგორ იცვლება სალიტერატურო ენა ცოცხალი ენის განვითარების პროცესში?
რატომ იცვლება სალიტერატურო ენა, ჩვეულებრივ, უფრო ნელა, ვიდრე არასამწერლობო ენა?
რატომ არ არის სალიტერატურო ენის ნორმა ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი?
როგორ შეიძლება ძველი სალიტერატურო ფორმა თანამედროვე ენაში ხელოვნურად ან უმართებულოდ აღიქმებოდეს?
მოიყვანეთ მაგალითები, რომლებიც ძველი და თანამედროვე ქართული ფორმების ცვლილებას აჩვენებს.
რატომ უნდა შემუშავდეს ენობრივი ნორმები ენის განვითარების კვალდაკვალ?
რა მნიშვნელობა აქვს სალიტერატურო ენის მონოლითურობის შენარჩუნებას?
როგორ უწყობს ხელს სალიტერატურო ენა საზოგადოების ინტეგრაციასა და სახელმწიფოებრივი იდენტობის ჩამოყალიბებას?
რატომ მოითხოვს ნორმის გამომუშავება ენობრივი სისტემის კანონზომიერებებისა და ენის ისტორიის გათვალისწინებას?
რატომ უნდა ემყარებოდეს ნორმის დადგენა ობიექტურ საფუძველს?
რატომ არ უნდა იყოს პირადი გემოვნება ნორმის დადგენის გადამწყვეტი კრიტერიუმი?
These questions come without answers: think them through and check with the lecture.
როგორ უწყობს ხელს ენის ხანგრძლივი ისტორიული განვითარება ენობრივი ფორმების მრავალფეროვნების წარმოქმნას?
როგორ ჩნდება დროთა განმავლობაში ახალი და პარალელური ფორმები?
მოიყვანეთ მაგალითები მოცემული მასალიდან, რომლებიც პარალელური ან შეცვლილი ფორმების არსებობას აჩვენებს.
რატომ თანაარსებობს ქართულ ენაში ძველი და ახალი ფორმები?
რა მნიშვნელობა აქვს ქართული სალიტერატურო ენის მრავალსაუკუნოვან ლიტერატურულ ტრადიციას?
როგორ მოქმედებს სალიტერატურო ენის საფუძვლად ქცეული დიალექტის ცვლილება ნორმირებაზე?
რომელი დიალექტები და მეტყველებითი ფორმებია დასახელებული მოცემულ მასალაში?
რა საკითხებია წარმოდგენილი ქართულ ენაში პარალელური ზმნური ფორმების შესახებ?
რა პრინციპით შეიძლება გადაწყდეს პარალელური ზმნური ფორმების სალიტერატურო ენაში გამოყენების საკითხი?
რას გვიჩვენებს წოდებითი ბრუნვის სხვადასხვა ნიშნის არსებობა ქართული ენის ისტორიის შესახებ?
These questions come without answers: think them through and check with the lecture.
რა ძირითადი პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოთ სალიტერატურო ენის ნორმების დადგენისას?
როგორ უნდა შენარჩუნდეს კავშირი სალიტერატურო ქართულსა და ცოცხალ ხალხურ მეტყველებას შორის?
რა როლი აქვს ქართული ლიტერატურის კლასიკოსთა ენას ნორმების შემუშავებისას?
რატომ არ უნდა შეიქმნას ცოცხალი ენისაგან დაშორებული ხელოვნური ნორმები?
რა შემთხვევაში არ მოითხოვს სალიტერატურო ენის ფორმა გადასინჯვას, მიუხედავად იმისა, რომ იგი გრამატიკული სისტემის თვალსაზრისით უმართებულოა?
რას ნიშნავს, რომ რომელიმე ფორმას „უყოყმანო სოციალური სანქცია“ აქვს?
როგორ უნდა გადაწყდეს საკითხი, როდესაც სალიტერატურო ქართულში ორი ან მეტი მორფოლოგიურ-სინტაქსური ფორმა არსებობს?
რა მნიშვნელობა აქვს კლასიკოსთა ენაში ფორმის გავრცელებულობას?
რატომ უნდა შეესაბამებოდეს ფორმა სალიტერატურო ენის შინაგანი განვითარების ტენდენციას?
რატომ არის მნიშვნელოვანი ფორმის შესაბამისობა თანამედროვე ქართული ენის გრამატიკულ სისტემასთან?
რა როლი აქვს ფორმის სიმარტივეს ნორმის დადგენისას?
რატომ არის მნიშვნელოვანი ფორმის მნიშვნელობრივი სიცხადე?
რა შემთხვევაში შეიძლება პარალელური ფორმები სალიტერატურო ენაში შენარჩუნდეს?
რატომ უნდა დარჩეს ორთოგრაფიული საკითხების გადაწყვეტისას ერთი ნორმატიული ფორმა?
რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩეს ორთოგრაფიული ფორმა?
რა არის ნორმის შერჩევითობა?
რას ნიშნავს ნორმის სტაბილურობა?
რას გულისხმობს ნორმის საყოველთაოობა?
These questions come without answers: think them through and check with the lecture.
ყოველთვის არის თუ არა ენობრივი ნორმის დარღვევა მხოლოდ შეცდომის შედეგი?
როგორ შეიძლება ნორმის დარღვევა უკავშირდებოდეს ენის განვითარებასა და სოციალურ ცვლილებებს?
რატომ აისახება ენობრივი ცვლილებები ხშირად პირველად ცოცხალ მეტყველებაში?
რატომ შეიძლება ახალი ფორმა გარკვეულ ეტაპზე შეცდომად აღიქმებოდეს?
როგორ განმარტავს ავთო არაბული ენის ნორმალიზაციისა და მეტყველების კულტურის აქტუალობას ისტორიული გარდატეხების ეპოქაში?
რა საზოგადოებრივმა, პოლიტიკურმა და საგანმანათლებლო ცვლილებებმა შეიძლება გაამძაფროს ენობრივი ნორმების საკითხი?
ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ მკვეთრი სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებების დროს ნორმალიზაციის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება? დაასაბუთეთ პასუხი.
These questions come without answers: think them through and check with the lecture.
როგორ ხსნის უილიამ ლაბოვი ნორმის დარღვევასა და სოციალურ ჯგუფებს შორის კავშირს?
რას ნიშნავს „ცვლილება ქვემოდან“?
როგორ შეიძლება ახალგაზრდების მეტყველება ენობრივი იდენტობის გამოხატვის საშუალებად იქცეს?
რა კავშირია სოციალურ პრესტიჟსა და ენობრივი ნორმის ცვლილებას შორის?
რას ნიშნავს „ცვლილება ზემოდან“?
როგორ შეიძლება მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ჯგუფის მეტყველებამ გავლენა მოახდინოს ფართო საზოგადოებაზე?
რას გულისხმობს ეკონომიის პრინციპი ენაში?
რატომ ცდილობენ მოსაუბრეები რთული ფორმების გამარტივებასა და მეტყველების დაჩქარებას?
როგორ მოქმედებს ენობრივი კონტაქტი ნორმის ცვლილებაზე?
რატომ შეიძლება ენებმა ერთმანეთისგან მხოლოდ სიტყვები კი არა, გრამატიკული სტრუქტურებიც ისესხონ?
რას გულისხმობს ენის დემოკრატიზაცია?
როგორ უწყობს ხელს ენის დემოკრატიზაცია სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მეტყველების გავრცელებას?
რა გავლენას ახდენს სასაუბრო ფორმების გავრცელება სალიტერატურო ენაზე?
რატომ იზრდება საჯარო კომუნიკაციაში არაოფიციალური სტილის გამოყენება?
These questions come without answers: think them through and check with the lecture.
როგორ განიხილავს მაქსიმ კრონგაუზი ინტერნეტმეტყველებას?
რატომ არ მიიჩნევა ინტერნეტმეტყველება აუცილებლად ენის გაღარიბებად?
როგორ წაშალა ინტერნეტმა ზღვარი ზეპირ და წერილობით მეტყველებას შორის?
რა თავისებურებები აერთიანებს ჩეთებსა და კომენტარებს წერილობით და ზეპირ მეტყველებასთან?
რატომ გადადის ზეპირი მეტყველების სპონტანურობა და ემოციურობა წერილობით კომუნიკაციაში?
რა ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს ემოჯებსა და სასვენ ნიშნებს ინტერნეტკომუნიკაციაში?
რას გულისხმობს „ენობრივი შფოთვა“?
რატომ ეშინიათ ადამიანებს, რომ ენა იცვლება ან იკარგება?
როგორ ხსნის კრონგაუზი ენის თვითრეგულირების უნარს?
როგორ უკავშირდება ენობრივი გემოვნების ცვლილება ექსპრესიულობის მიღწევის სურვილს?
რატომ შეიძლება მოსაუბრეებმა ნორმის დარღვევა ემოციურობის გასაძლიერებლად გამოიყენონ?
These questions come without answers: think them through and check with the lecture.
რატომ ვუშვებთ შეცდომას მაშინაც კი, როცა შესაბამისი წესი ვიცით?
რას გულისხმობს შეცდომის წარმოქმნა მეტყველების „პროგრამირების“ ეტაპზე?
რა მნიშვნელობა აქვს ტვინის მიერ ენობრივი ფორმის სწრაფად შერჩევას?
რა ძირითადი მიზეზები იწვევს ენობრივი ნორმების დარღვევას?
როგორ იწვევს გრამატიკული კანონების არასრულფასოვანი ცოდნა შეცდომებს?
რას ნიშნავს ენობრივ-სტილისტიკური „ყნოსვის“ არასაკმარისი ფლობა?
როგორ იწვევს ფუნქციური სტილების უცოდინრობა შეცდომებს?
რატომ არის მნიშვნელოვანი სიტყვის მნიშვნელობის, პარონიმებისა და ტერმინების ცოდნა?
რა განსხვავებაა სიტყვებს „აღქმა“ და „აღთქმა“ შორის?
რა განსხვავებაა სიტყვებს „ცნება“ და „მცნება“ შორის?
რას გულისხმობს სიტყვათა არასწორი შეხამება?
გააანალიზეთ გამოთქმები „ვალდებულება იკისრა“ და „ნდობა გაუწია“.
რას ნიშნავს ლექსიკური ანაქრონიზმი?
რატომ შეიძლება გარკვეული სიტყვა ან გამოთქმა თანამედროვე კონტექსტში შეუსაბამო აღმოჩნდეს?
რას გულისხმობს ენობრივი შტამპების გამოყენება?
რატომ შეიძლება გამოთქმები „ახდენს შეფასებას“ და „აწარმოებს მიღებას“ სტილისტურად გაუმართლებელი იყოს?
რას ეწოდება პარაზიტი სიტყვები?
რატომ არის საჭირო პარაზიტი სიტყვების გამოყენების კონტროლი?
როგორ შეიძლება მოცემული სიტუაციისთვის შეუფერებელმა სიტყვებმა და გამოთქმებმა კომუნიკაცია გაართულოს?
როგორ იწვევს გადმოსაცემი შინაარსის სუსტი ცოდნა ენობრივ შეცდომებს?
რა კავშირია ლექსიკური მარაგის სიღარიბესა და ენობრივ შეცდომებს შორის?
რატომ არის მნიშვნელოვანი ლექსიკური და გრამატიკული სინონიმიის ცოდნა?
როგორ შეიძლება აზროვნების არასაკმარისმა სიცხადემ მეტყველების სიზუსტეზე იმოქმედოს?
These questions come without answers: think them through and check with the lecture.
განმარტეთ ცნებები: სალიტერატურო ენის ნორმა, ნორმალიზაცია, ენობრივი პოლიტიკა.
შეადარეთ ნორმის სტაბილურობა და ენის ისტორიული ცვალებადობა.
დაასახელეთ ნორმის დადგენის ძირითადი პრინციპები და განმარტეთ თითოეული.
შეადარეთ ენობრივი ცვლილების სოციალური, ისტორიული და ფსიქოლინგვისტური მიზეზები.
მოიყვანეთ მაგალითები, როდესაც გავრცელებული ფორმა შეიძლება ენის ცვლილების ნიშანი იყოს და არა მხოლოდ შემთხვევითი შეცდომა.
იმსჯელეთ თემაზე: „ენობრივი ნორმა და ცოცხალი მეტყველება – ტრადიციისა და ცვლილების თანაარსებობა“.
იმსჯელეთ თემაზე: „სოციალური პრესტიჟი და ენობრივი ცვლილება“.
იმსჯელეთ თემაზე: „ინტერნეტმეტყველება – ენის გაღარიბება თუ ახალი ლინგვისტური რეალობა?“
იმსჯელეთ თემაზე: „რატომ არის აუცილებელი ენობრივი ნორმების მეცნიერული დასაბუთება?“
შეადგინეთ მოკლე ტექსტი, რომელშიც აღწერთ ენობრივი ნორმის დარღვევის მინიმუმ ხუთ მიზეზს და თითოეულს მაგალითით განმარტავთ.
These questions come without answers: think them through and check with the lecture.
რას განსაზღვრავს ლექსიკური ნორმები?
რას გულისხმობს სიტყვების სწორად გამოყენება?
რატომ არის მნიშვნელოვანი სიტყვის შერჩევა შესაბამისი კონტექსტის მიხედვით?
რა განსხვავებაა სიტყვის ცოდნასა და მის სწორად გამოყენებას შორის?
მოიყვანეთ მაგალითი, როდესაც სიტყვა კონტექსტის მიხედვით უნდა შეირჩეს.
These questions come without answers: think them through and check with the lecture.
რას ეხება გრამატიკული ნორმები?
რა საკითხებს შეისწავლის მორფოლოგია?
რას შეისწავლის სინტაქსი?
რას უზრუნველყოფს გრამატიკული ნორმების დაცვა?
ჩამოთვალეთ მორფოლოგიური საკითხების სამი ძირითადი სფერო.
ჩამოთვლილთაგან რომელი ფორმაა სწორი სალიტერატურო ქართულში: მაგრად თუ მაგრათ?
რომელი ფორმაა სწორი: გრეხს თუ გრიხავს?
რომელი ფორმებია მისაღები: რამეს, რასმე თუ რასმეს?
რომელი ფორმებია სწორი: ორივეს, ორსავე, ორთავე თუ ორთავეს?
რომელი ფორმაა სწორი: იცვამს თუ იცვავს?
რომელი ფორმაა სწორი: გაუტეხია თუ გაუტეხნია?
რომელი ფორმაა სწორი: გაეტეხა თუ გაეტეხნა?
რომელი ფორმაა სწორი: ჰყავდა თუ ყავდა?
რომელი ფორმაა სწორი: გაერთიანდნენ თუ გაერთიანდენ?
რომელი ფორმაა სწორი: ცენტრალური კომიტეტის თუ ცენტრალურ კომიტეტის?
რომელი ფორმაა სწორი: სახლები შენდება თუ სახლები შენდებიან?
რომელი ფორმაა სწორი: ქალაქსა და სოფელს შორის თუ ქალაქისა და სოფლის შორის?
რომელი ფორმაა სწორი: მოქალაქეები დაინტერესებულნი არიან თუ მოქალაქეები დაინტერესებულები არიან?
რა მნიშვნელობა აქვს სიტყვათა სწორ შეხამებას წინადადებაში?
These questions come without answers: think them through and check with the lecture.
რას არეგულირებს ორთოგრაფიული ნორმები?
სად არის, როგორც წესი, დაფიქსირებული ორთოგრაფიული ნორმები?
რატომ სჭირდება ორთოგრაფიული ნორმების ცვლილებას სათანადო პროცედურებით დამტკიცება?
ჩამოთვლილთაგან რომელი ფორმაა სწორი: ერთგული თუ ერდგული?
რომელი ფორმაა სწორი: საშუალება თუ საშვალება?
რომელი ფორმაა სწორი: რედაქტორი თუ რედაკტორი?
რა განსხვავებაა რკინისგზა, რკინის გზა და რკინის-გზა ფორმების მართლწერის საკითხებს შორის?
როგორ უნდა დაიწეროს მოცემული კონსტრუქცია: ამისდამიუხედავად თუ ამისდა მიუხედავად?
როგორ უნდა გაფორმდეს სხვისი ნათქვამის გადმოცემა: დავითი ამბობდა „მოვაო“ თუ „მოვა“-ო?
These questions come without answers: think them through and check with the lecture.
რას განსაზღვრავს ორთოეპიული ნორმები?
კიდევ რა სახელით მოიხსენიება ორთოეპიული ნორმები?
რატომ არის მნიშვნელოვანი ორთოეპიული ნორმების დაცვა ოფიციალურ და ფორმალურ მეტყველებაში?
რა მნიშვნელობა აქვს ორთოეპიული ნორმების დაცვას ტელევიზიასა და რადიოში?
These questions come without answers: think them through and check with the lecture.
რას განსაზღვრავს პუნქტუაციური ნორმები?
რა მიზანს ემსახურება სასვენი ნიშნების სწორად გამოყენება?
როგორ ხასიათდება ქართული ენის პუნქტუაციური წესები?
These questions come without answers: think them through and check with the lecture.
რას არეგულირებს სტილისტიკური ნორმები?
რომელი ფაქტორების გათვალისწინებით უნდა შეირჩეს ენობრივი საშუალებები?
დაასახელეთ რამდენიმე ფუნქციური სტილი.
რატომ არ შეიძლება სამეცნიერო ტექსტში ყოველთვის იმავე ენობრივი საშუალებების გამოყენება, რომლებიც მხატვრულ ტექსტში გვხვდება?
These questions come without answers: think them through and check with the lecture.
რატომ არის ენობრივი ნორმების დაცვა და პოპულარიზაცია კომპლექსური საკითხი?
რა ორი ძირითადი მიმართულება მოითხოვება ენობრივი ნორმების პოპულარიზაციისთვის?
რა მნიშვნელობა აქვს ქართული სალიტერატურო ენის სარეკომენდაციო ნორმების შემუშავებას?
რა ღონისძიებები უწყობს ხელს სალიტერატურო ენის ნორმების შემუშავებას?
რომელი ლექსიკონებისა და სასწავლო საშუალებების შექმნას უნდა შეეწყოს ხელი?
რა როლი აქვს ბეჭდვით და ელექტრონულ მედიას ენობრივი ნორმების გავრცელებაში?
რატომ ვერ იქნება ნორმის გავრცელება წარმატებული მყარი სახელმწიფოებრივი და ადმინისტრაციული მხარდაჭერის გარეშე?
რა საშუალებებით შეუძლია სახელმწიფოს საჯარო სივრცეში ენობრივი ნორმების დაცვის ხელშეწყობა?
ბერნარდ სპოლსკის მიხედვით, რა ყალიბდება სასკოლო გარემოში?
როგორ შეიძლება მოსწავლემ ენობრივი ნორმის დაცვა იძულებად აღარ აღიქვას?
რა კავშირია ენობრივ ნორმებსა და კულტურულ იდენტობას შორის?
These questions come without answers: think them through and check with the lecture.
რა განსხვავებაა ენობრივი ნორმების დადგენის სუბიექტურ და ობიექტურ მიდგომებს შორის?
რას ნიშნავს ენობრივი ფორმის კეთილხმოვნად მიჩნევა?
რატომ ვერ დაეფუძნება მორფოლოგიურ-სინტაქსური ნორმების დადგენა მხოლოდ სუბიექტურ შეფასებას?
რა მაგალითები აჩვენებს, რომ სხვადასხვა მოსაუბრეს სხვადასხვა ფორმა შეიძლება მიაჩნდეს სწორად ან კეთილხმოვნად?
რა უნდა იყოს ნორმების დადგენის ძირითადი საფუძველი?
რა როლი აქვს სალიტერატურო ტრადიციას ენობრივი ნორმების დადგენისას?
შეიძლება თუ არა სადავო ფორმის შეფასება სუბიექტური მიდგომით და რა პირობით?
These questions come without answers: think them through and check with the lecture.
თქვენი აზრით, უნდა ერეოდეს თუ არა სახელმწიფო ენობრივი ნორმების რეგულაციისა და დაცვის საკითხში? დაასაბუთეთ პასუხი.
რა შეუძლია გააკეთოს თითოეულ ადამიანს ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დაცვისა და პოპულარიზაციისთვის?
რატომ არის მნიშვნელოვანი ორთოგრაფიული და განმარტებითი ლექსიკონების გამოყენება?
როგორ შეუძლია სკოლას ენობრივი ნორმების დაცვასთან დაკავშირებული ჩვევების ჩამოყალიბება?
რა როლი აქვს მედიას სწორი მეტყველების გავრცელებაში?
რა საფრთხე შეიძლება შეექმნას ენობრივ ნორმებს, თუ მათი დაცვა მხოლოდ ცალკეული ადამიანების სურვილზე იქნება დამოკიდებული?
რატომ არის საჭირო ენობრივი ნორმების მეცნიერული შესწავლა და დასაბუთება?
როგორ შეიძლება ენობრივი ნორმების დაცვა ისე, რომ გათვალისწინებული იყოს სალიტერატურო ტრადიციაც და თანამედროვე მეტყველების საჭიროებებიც?