ტესტი 9
კურსის მასალა მხოლოდ ქართულ ენაზეა. ლექციები და სავარჯიშოები ავტორის მასალიდან, ცვლილებების გარეშე.
14 სავარჯიშო
თემა: ტექსტის სტრუქტურა, აბზაცი, ლოგიკური კავშირები და ტექსტის მთლიანობა
10 კითხვა · თითოეული სწორი პასუხი – 0.5 ქულა · მაქსიმუმ 5 ქულა
რა არის ტექსტი?
სწორი პასუხი: ბ) აზრობრივად და სტრუქტურულად დაკავშირებული წინადადებების ერთიანობა
რა არის აბზაცის ძირითადი ფუნქცია?
სწორი პასუხი: გ) აზრობრივად დაკავშირებული წინადადებების ერთ ჯგუფად ორგანიზება
რა არის ტექსტის თემატური წინადადება?
სწორი პასუხი: ა) წინადადება, რომელიც აბზაცის მთავარ აზრს გამოხატავს
რას უზრუნველყოფს ტექსტის კოჰეზია?
სწორი პასუხი: ბ) ტექსტის გრამატიკულ და ლექსიკურ დაკავშირებულობას
რას გულისხმობს ტექსტის კოჰერენტულობა?
სწორი პასუხი: ბ) ტექსტის ნაწილებს შორის აზრობრივ და ლოგიკურ მთლიანობას
რა ფუნქცია აქვს შესავალ ნაწილს აკადემიურ ტექსტში?
სწორი პასუხი: ბ) საკითხის გაცნობასა და კვლევის მიზნის ან პრობლემის განსაზღვრას
რომელი კავშირი გამოხატავს მიზეზ-შედეგობრივ დამოკიდებულებას?
სწორი პასუხი: გ) ამიტომ
რას ემსახურება ტექსტში გარდამავალი წინადადება?
სწორი პასუხი: ა) აბზაცებსა და აზრობრივ მონაკვეთებს შორის კავშირის დამყარებას
რომელი მახასიათებელია აკადემიური ტექსტის სტრუქტურისთვის აუცილებელი?
სწორი პასუხი: ბ) შესავლის, ძირითადი ნაწილისა და დასკვნის ლოგიკური ორგანიზება
რას უნდა ემსახურებოდეს დასკვნითი ნაწილი?
სწორი პასუხი: ბ) ტექსტში განხილული საკითხების შეჯამებასა და ძირითადი შედეგების წარმოჩენას
არაფორმალური ტექსტის აკადემიურ სტილში გარდაქმნა
ინსტრუქცია: გადაამუშავეთ ტექსტი აკადემიურ სტილში. გააერთიანეთ ერთმანეთთან დაკავშირებული აზრები, გამოიყენეთ ლოგიკური კავშირები და ჩამოაყალიბეთ გამართული აბზაცები.
საწყისი ტექსტი:
ბევრი ადამიანი ინტერნეტში ყოველდღე დიდ დროს ატარებს. იქ უამრავი ინფორმაციაა და ყველაფრის ნახვა შეიძლება. მაგრამ ყველა ინფორმაცია სწორი არ არის. ზოგჯერ ადამიანები წაიკითხავენ რაღაცას და მაშინვე იჯერებენ, არც ამოწმებენ, ვინ დაწერა ან საიდან არის ეს ინფორმაცია. ამიტომ საჭიროა, ცოტა დაფიქრდნენ და სხვადასხვა წყაროსაც გაეცნონ. ასე უფრო ადვილია სიმართლისა და შეცდომის ერთმანეთისგან გარჩევა.
ს ნიმუში – აკადემიური ტექსტი:
ინტერნეტი თანამედროვე საზოგადოების ინფორმაციული სივრცის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალებაა. მისი მეშვეობით მომხმარებლებს მრავალფეროვან ინფორმაციაზე სწრაფი წვდომის შესაძლებლობა აქვთ. თუმცა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ყოველთვის არ უზრუნველყოფს მისი სანდოობის გარანტიას.
ციფრულ სივრცეში გავრცელებული ცნობების ნაწილი შესაძლოა გადაუმოწმებელი ან მცდარი იყოს. შესაბამისად, ინფორმაციის მიღების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კრიტიკულ აზროვნებასა და წყაროების შეფასებას. მომხმარებელმა უნდა გაარკვიოს ინფორმაციის ავტორი, წარმოშობა და სანდოობა, ასევე შეადაროს სხვადასხვა წყაროში წარმოდგენილი მონაცემები.
ამრიგად, ციფრულ გარემოში ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ინფორმაციის კრიტიკული გააზრება და მისი სანდოობის გადამოწმება.
ტექსტის რეზიუმირება
ინსტრუქცია: გაეცანით ტექსტს და შეადგინეთ რეზიუმე. გადმოეცით ტექსტის მთავარი აზრი მოკლედ, თანმიმდევრულად და საკუთარი სიტყვებით.
საწყისი ტექსტი: აკადემიური ტექსტის სტრუქტურის მნიშვნელობა
აკადემიური ტექსტი წარმოადგენს აზრის ორგანიზებულად და დასაბუთებულად გადმოცემის ფორმას. მისი ეფექტიანობა დამოკიდებულია არა მხოლოდ შინაარსზე, არამედ იმაზეც, თუ რამდენად გამართულად არის აგებული ტექსტი. მკითხველისთვის მნიშვნელოვანია, რომ ავტორმა საკითხი თანმიმდევრულად წარმოადგინოს და თითოეულ ნაწილს მკაფიო ფუნქცია მიანიჭოს.
აკადემიური ტექსტის ძირითადი სტრუქტურული ნაწილებია შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა. შესავალში ავტორი განსაზღვრავს საკითხს, მის აქტუალობასა და მიზანს. ძირითად ნაწილში განიხილება პრობლემა, წარმოდგენილია არგუმენტები, ფაქტები და შესაბამისი მაგალითები. დასკვნაში კი შეჯამებულია მსჯელობის შედეგები და გამოკვეთილია მთავარი სათქმელი.
ტექსტის მთლიანობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აბზაცების სწორ ორგანიზებას. თითოეულ აბზაცში, როგორც წესი, ერთი ძირითადი აზრი უნდა ვითარდებოდეს. წინადადებებს შორის ლოგიკური კავშირი მიიღწევა შესაბამისი ლექსიკური და გრამატიკული საშუალებებით. ამასთანავე, ტექსტის ნაწილები ერთმანეთთან აზრობრივად უნდა იყოს დაკავშირებული.
სტრუქტურულად გამართული ტექსტი მკითხველს საკითხის უკეთ გააზრებაში ეხმარება. იგი ავტორის მსჯელობას უფრო დამაჯერებელს, თანმიმდევრულსა და გასაგებს ხდის. ამიტომ აკადემიური წერის სწავლებისას აუცილებელია არა მხოლოდ ენობრივი ნორმების, არამედ ტექსტის ორგანიზების პრინციპების ცოდნაც.
ს ნიმუში – რეზიუმე:
აკადემიური ტექსტის ეფექტიანობა დამოკიდებულია როგორც შინაარსზე, ისე მის სტრუქტურულ ორგანიზებაზე. ტექსტის ძირითადი ნაწილებია შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა, რომელთაგან თითოეულს განსაზღვრული ფუნქცია აქვს. ტექსტის მთლიანობას უზრუნველყოფს აბზაცების სწორად ორგანიზება და წინადადებებს შორის ლოგიკური კავშირი. სტრუქტურულად გამართული ტექსტი აზრის თანმიმდევრულ და დამაჯერებელ გადმოცემას უწყობს ხელს.
ამ კითხვებს პასუხი მასალაში არ ახლავს: იფიქრეთ მათზე და შეამოწმეთ ლექციით.
არაფორმალური ტექსტის აკადემიურ სტილში გარდაქმნა
გადაამუშავეთ ტექსტი აკადემიურ სტილში. გააერთიანეთ ერთმანეთთან დაკავშირებული აზრები, გამოიყენეთ ლოგიკური კავშირები და ჩამოაყალიბეთ გამართული აბზაცები.
საწყისი ტექსტი:
ბევრი ადამიანი ინტერნეტში ყოველდღე დიდ დროს ატარებს. იქ უამრავი ინფორმაციაა და ყველაფრის ნახვა შეიძლება. მაგრამ ყველა ინფორმაცია სწორი არ არის. ზოგჯერ ადამიანები წაიკითხავენ რაღაცას და მაშინვე იჯერებენ, არც ამოწმებენ, ვინ დაწერა ან საიდან არის ეს ინფორმაცია. ამიტომ საჭიროა, ცოტა დაფიქრდნენ და სხვადასხვა წყაროსაც გაეცნონ. ასე უფრო ადვილია სიმართლისა და შეცდომის ერთმანეთისგან გარჩევა.
ტექსტის რეზიუმირება
გაეცანით ტექსტს და შეადგინეთ რეზიუმე. გადმოეცით ტექსტის მთავარი აზრი მოკლედ, თანმიმდევრულად და საკუთარი სიტყვებით.
საწყისი ტექსტი: აკადემიური ტექსტის სტრუქტურის მნიშვნელობა
აკადემიური ტექსტი წარმოადგენს აზრის ორგანიზებულად და დასაბუთებულად გადმოცემის ფორმას. მისი ეფექტიანობა დამოკიდებულია არა მხოლოდ შინაარსზე, არამედ იმაზეც, თუ რამდენად გამართულად არის აგებული ტექსტი. მკითხველისთვის მნიშვნელოვანია, რომ ავტორმა საკითხი თანმიმდევრულად წარმოადგინოს და თითოეულ ნაწილს მკაფიო ფუნქცია მიანიჭოს.
აკადემიური ტექსტის ძირითადი სტრუქტურული ნაწილებია შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა. შესავალში ავტორი განსაზღვრავს საკითხს, მის აქტუალობასა და მიზანს. ძირითად ნაწილში განიხილება პრობლემა, წარმოდგენილია არგუმენტები, ფაქტები და შესაბამისი მაგალითები. დასკვნაში კი შეჯამებულია მსჯელობის შედეგები და გამოკვეთილია მთავარი სათქმელი.
ტექსტის მთლიანობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აბზაცების სწორ ორგანიზებას. თითოეულ აბზაცში, როგორც წესი, ერთი ძირითადი აზრი უნდა ვითარდებოდეს. წინადადებებს შორის ლოგიკური კავშირი მიიღწევა შესაბამისი ლექსიკური და გრამატიკული საშუალებებით. ამასთანავე, ტექსტის ნაწილები ერთმანეთთან აზრობრივად უნდა იყოს დაკავშირებული.
სტრუქტურულად გამართული ტექსტი მკითხველს საკითხის უკეთ გააზრებაში ეხმარება. იგი ავტორის მსჯელობას უფრო დამაჯერებელს, თანმიმდევრულსა და გასაგებს ხდის. ამიტომ აკადემიური წერის სწავლებისას აუცილებელია არა მხოლოდ ენობრივი ნორმების, არამედ ტექსტის ორგანიზების პრინციპების ცოდნაც.
ყოველ ჯერზე 10 კითხვა ამ თემის 10 კითხვიდან; პასუხები მოწმდება და შედეგი ინახება.
ქვიზის დაწყება